ლიეტუვა საფრანგეთიდან 18 ჰაუბიცას შეიძენს

ლიეტუვა საფრანგეთიდან 18 ჰაუბიცას შეიძენს

ლიეტუვამ საფრანგეთიდან 18 ჰაუბიცას შეძენაზე შეთანხმებას მიაღწია, - ინფორმაციას მედია საშუალებები ორივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის, არვიდას ანუსაუსკასის განცხადებით, ჰაუბიცები „მნიშვნელოვნად გააძლიერებს“ ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებს.

ლიეტუვა, რომელიც რუსეთს ესაზღვრება, ცდილობს, უკრაინაში მოსკოვის შეჭრის ფონზე, თავისი არსენალი გააძლიეროს. ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, 2022 წლის თავდაცვის ბიუჯეტი 300 მილიონი ევროთი გაზარდოს.