მედიის ინფორმაციით, ევროკავშირმა „სბერბანკი“, რუსეთის აგრარული ბანკი და მოსკოვის საკრედიტო ბანკი Swift-ის საერთაშორისო საგადასახადო სისტემიდან გათიშა

ევროკავშირმა რუსეთის უმსხვილესი ბანკი „სბერბანკი“, რუსეთის აგრარული ბანკი და მოსკოვის საკრედიტო ბანკი Swift-ის საერთაშორისო საგადასახადო სისტემიდან გათიშა, როგორც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტის ნაწილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

მედიის ცნობით, ევროკავშირის სანქციები მაისის თვის ბოლოს, ევროპელი ლიდერების ხანგრძლივი და ინტენსიური კონსულტაციების შემდეგ შეთანხმდა.

ამასთან, სანქცირებული რუსული ბანკების ოფიციალური პირები განაგრძობენ მტკიცებას, რომ ევროკავშირის მიერ Swift-ის სისტემიდან მათი გათიშვა, ოპერაციების შესრულებაზე გავლენას არ მოახდენს. „სბერბანკმა“ განაცხადა, რომ ისინი ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ და Swift-დან გათიშვა სიტუაციას არ ცვლის, საერთაშორისო გადახდებთან დაკავშირებით. მოსკოვის საკრედიტო ბანკმა აღნიშნა, რომ რუსეთის შიგნით, ტრანზაქციები „ნორმალურ რეჟიმში“ იმუშავებს, ხოლო საერთაშორისო გადაზიდვებს შესაძლოა, მეტი დრო დასჭირდეს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს