სოზარ სუბარი - თუ სტატუსს არ მოგვცემენ, მაშინ შეიძლება ქართველმა ხალხმა დასვას კითხვა: რა ვქნათ, დსთ-ში შევიდეთ, რომ წევრობის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ როგორც ამას მოლდოვას პირდებიან?

თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს არა მხოლოდ გაუგებარი, არამედ არასამართლიანიც იქნება - მაშინ შეიძლება ქართველმა ხალხმა მართლაც დასვას კითხვა, რა ვქნათ - დსთ-ში შევიდეთ იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ როგორც ამას მოლდოვას ჰპირდებიან თუ მოლდოვას მსგავსად ნეიტრალური სტატუსი გამოვაცხადოთ? – ასეთი შეკითხვით ეხმაურება “ქართული ოცნების“ დეპუტატი სოზარ სუბარი ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსი შესაძლოა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭონ, საქართველო კი - არა.

როგორც სუბარმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს და ობიექტური კრიტერიუმებით ამას იმსახურებს. სუბარის შეფასებით, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე გაცილებით წინ დგას.

“ჩვენი ქვეყნის ამოცანა არის ევროკავშირში გაწევრიანება. ეს საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩაიწერა და ერთადერთი პარტია, ვინ ამ ჩანაწერს ხმა მისცა, არის “ქართული ოცნება“. საქართველოს ხელისუფლებას გაცხადებული ჰქონდა, რომ ევროკავშირში წევრობის კანდიდატის მოსაპოვებლად 2024 წლისთვის გავაკეთებდით განაცხადს, თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომმა პროცესი დააჩქარა და განაცხადი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად შევიტანეთ. თუ ლაპარაკია იმაზე, რომ უკრაინა ევროკავშირში წევრობისთვის და ევროპული ღირებულებების დაცვისთვის ძალიან დიდი მსხვერპლს იხდის, დიახ, ვეთანხმები, ეს არის სიმართლე და სამწუხარო რეალობა. ეს ფასი საქართველომაც გადაიხადა და დღესაც ვიხდით - ეს არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, სამი ომი, ჩვენი გარდაცვლილი არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე, ჯარისკაცები, დანგრეული ქალაქები და სოფლები. თუ საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირის წევრობა გარკვეული რეფორმების გატარებას და კრიტერიუმების დაკმაყოფილებას მოითხოვს, მაშინ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ამ კრიტერიუმებით გაცილებით წინ დგას, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. თუ ლაპარაკია იმაზე, რომ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღებას ომის გაჩერება შეუძლია, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერდი, რომ სტატუსი უკრაინამ პირველ რიგში მიიღოს, თუმცა არ მგონია, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება ომის შეჩერების წინაპირობა იყოს. ხოლო თუ ამის წინაპირობა არ არის, საქართველოს გამორჩევა სწორი არ იქნებოდა. მე ჩვენი მეგობრებისგან - უკრაინელებისგან და მოლდოველებისგან ველი, რომ როგორც ჩვენ ვამბობთ, რომ სტატუსი სამივემ ერთად უნდა მივიღოთ, მათაც იგივე პოზიცია ჰქონდეთ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
სოფიო გრაკალიშვილი - მომხმარებელს ვურჩევდი დეტალურად შეადაროს რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის პირობები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!
საერთაშორისო ფორვარდინგული კომპანია "ტეპკო" განცხადებას ავრცელებს
„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს
Bitnet – კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია