ანონსი 15 ივნისი

15 ივნისს, 10:00 საათზე, სემეკისა და სემეკთან ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" რეგიონული ენერგეტიკული კონფერენცია - „ინვესტიციები და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზები ენერგეტიკაში" გაიმართება.

მის: თელავის ქ.20

15 ივნისს, 10:00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში „აშშ-ის როლი საქართველოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის განვითარებასა და გაძლიერებაში 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების ფარგლებში“ მედიას მიეცემა საშუალება დაათვალიეროს ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი.

11:00 საათზე ადმინისტრაციული კორპუსის საკონფერენციო დარბაზში მედიასთან შეხვედრა გაიმართება. კითხვებს უპასუხებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური ამირან გამყრელიძე და აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრეცენციის ცენტრების (CDC) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონული წარმომადგენლობის დირექტორი ჩარლზ ვაიტეკი.

მის: კახეთის გზატკეცილი #99

საკონტაქტო: ნინო მამუკაშვილი - 595 95 61 03

15 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

15 ივნისს, 12:00 საათზე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

15 ივნისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ორი კვლევის პრეზენტაციას გამართავს.

თემა: პირველ კვლევაში 2021 წლის ნარკოპოლიტიკაა შეფასებული, ხოლო მეორე პრობაციის სისტემის ეფექტიანობას ეხება.

საკონტაქტო: სალომე აჩბა - 593 73 75 03

15 ივნისს, 11:00 საათზე, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) პანელურ დისკუსიას თემაზე „საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკანონმდებლო ჩარჩოსა და პრაქტიკის გაუმჯობესება საქართველოში“ გამართავს.

მის: მერაბ კოსტავას ქ.14 (სასტუმრო „რუმს თბილისი“)

საკონტაქტო: მაგდა გუგავა - 599 42 02 06

15 ივნისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსის, ვახტანგ მაისაიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის საკითხზე მოსკოვში დანიშნული კონსულტაციები. ოკუპირებულ რეგიონში არსებული ვითარება.

საკონტაქტო: 593 53 45 24

მის: კოსტავას ქუჩა 47/57.

15 ივნისს, 11:30 საათზე, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრეკოსნფერენციას გამართავს.

მის: ერწოს ქ. N11.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

15 ივნისს, 14.00 საათზე, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა