რომის პაპი - მესამე მსოფლიო ომი უკვე გამოცხადებულია

მესამე მსოფლიო ომი უკვე აქ არის, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა. ინფორმაციას იტალიური გამოცემა La Stampa ავრცელებს.

“მესამე მსოფლიო ომს ნაწილ-ნაწილ განვიცდით. დღეს ჩემთვის მესამე მსოფლიო ომი უკვე გამოცხადებულია. ეს არის ასპექტი, რომელმაც უნდა დაგვაფიქროს. რა ემართება კაცობრიობას, რომელსაც სამი მსოფლიო ომი ჰქონდა ერთი საუკუნის განმავლობაში? და ეს ცუდია კაცობრიობისთვის, ეს უბედურებაა", - აღნიშნა კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა.

პონტიფიკოსმა აფრიკის ზოგიერთ ნაწილში, კერძოდ, ნიგერიისა და კონგოს ჩრდილოეთ რეგიონებში არსებულ კონფლიქტებზე მიუთითა, "სადაც ომი ჯერ კიდევ მძვინვარებს და არავის აინტერესებს".

"მსოფლიო ომშია", - დასძინა პაპმა ფრანცისკემ.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს