კარლ ბილდტი - სიმართლე ისაა, რომ საქართველო არ არის მზად ევროკავშირთან ურთიერთობებში ახალი ნაბიჯისთვის

კარლ ბილდტი - სიმართლე ისაა, რომ საქართველო არ არის მზად ევროკავშირთან ურთიერთობებში ახალი ნაბიჯისთვის

სიმართლე, რა თქმა უნდა, ისაა, რომ საქართველო არ არის მზად ევროკავშირთან ურთიერთობებში ახალი ნაბიჯისთვის, - ამის შესახებ შვედეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა.

„საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა შემაშფოთებელია, ოპოზიციისადმი მოპყრობა კი უბადრუკი. დღეს ეს არალიბერალური რეჟიმია“, - დაწერა ბილდტმა.