ირაკლი კობახიძე - რა შუაშია „ქართული ოცნება“? - თუ სადმე სიმართლეა, თავმოყვარეობა ევროკავშირს და მიშელს „ნაცმოძრაობისგან“ უნდა შელახოდა

გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებასთან დაკავშირებით იქნება იმდენად უსამართლო, რომ საზოგადოებაში გაჩნდება სერიოზული კითხვის ნიშნები, ეს იქნება ზუსტად ის მომენტი, რომ სიმართლე სრული მასშტაბით უნდა ითქვას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

კითხვაზე, არის თუ არა ეს ევროკავშირის წინასწარი გაფრთხილება, კობახიძე პასუხებს, რომ „ეს არის ის, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს“.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა იდგა ამ რეზოლუციის უკან და რა შეიძლება იდგეს სხვა უსამართლო გადაწყვეტილებების უკან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭება ეკუთვნის.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ უპასუხა შეკითხვას, ის ნაბიჯები, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობის მხრივ ხელისუფლებამ გადადგა და რაზეც პრეზიდენტმა ბრიფინგზეც ისაუბრა, დააზარალა თუ არა საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან.

ამ კონტექსტში მან ისაუბრა შარლ მიშელის დოკუმენტზე და მის ანულირებაზე.

„დაზარალების არავითარი ობიექტური საფუძველი არ არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 100 დღე არ აწერდა ხელს შეთანხმებას და პირიქით, დიპლომატებთან და უცხოელებთან ერთად სელფებს იღებდა. ეს არის ფაქტი. მაგალითად, ბინას ყიდულობთ, რომელზეც დოკუმენტს ხელს აწერთ თქვენ და მეორე მხარე არ აწერს, მაგასთან საუბარი არ უნდა გააგრძელოთ, ეს ღირსების საქმეა. აქაც მარტივადაა საქმე და ევროკავშირისთვის ეს რატომ არის გაუგებარი? - ევროკავშირს თავმოყვარეობა „ნაცმოძრაობისგან“ უნდა შელახოდა, ხომ? 100 დღე ხელს არ აწერდა დოკუმენტს და თავმოყვარეობა იმისგან უნდა შელახოდა. ამასთან რა შუაშია „ქართული ოცნება“?. თუ სადმე სიმართლეა, ბუნებრივია, თავმოყვარეობა ევროკავშირს, მიშელს უნდა შელახოდა „ნაცმოძრაობისგან“. კაცი ჩამოვიდა და შეხვედრაზე არც მივიდნენ“, - განაცხადა კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მმართველ პარტიას რომ ფეხი დასცდენოდა „ნაცმოძრაობა“ დღეს ხელისუფლებაში იქნებოდა და ეს, მათ შორის იმის შედეგად, რომ მიშელის შეთანხმება „ქართულ ოცნებას" ანულირებული არ ექნებოდა.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ დოკუმენტის ხელმოწერა ჩვენ არ გვეკუთვნოდა. ჟარგონულად ვიტყვი: ხალხი როცა ხედავს, რომ შენ ქლიავურად იქცევი, 100 დღე ხელს არ გიწერენ დოკუმენტზე და მაინც აგრძელებ ამ დოკუმენტის შეთანხმებას, ხმას არავინ მოგცემს“, - განაცხადა კობახიძემ.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს