ნატო-ს თავდაცვის მინისტრები სამუშაო სადილს გამართავენ, რომელსაც ქართველი და უკრაინელი კოლეგებიც დაესწრებიან

ბრიუსელში 15-16 ივნისს ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი გაიმართება, - ინფორმაცია ალიანსის ვებგვერდზეა განთავსებული.
მათივე ცნობით, შეხვედრის დაწყებამდე, ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის პრესკონფერენცია გაიმართება.
ამასთან, ალიანსის თავდაცვის მინისტრები დღეს სამუშაო სადილს გეგმავენ, რომელზედაც მიწვეულები არიან საქართველოს, ფინეთის, შვედეთის და უკრაინის თავდაცვის მინისტრები, ასევე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.

























