იენს სტოლტენბერგი - მოუთმენლად ველი, როდესაც პრეზიდენტი ზელენსკი მადრიდის სამიტზე ნატო-ს ლიდერებს მიმართავს

მოუთმენლად ველი, როდესაც პრეზიდენტი ზელენსკი მადრიდის სამიტზე ნატო-ს ლიდერებს მიმართავს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო-ს სამიტის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინისთვის დახმარების გაგრძელების აუცილებლობა იქნება.
„2 კვირაში მოკავშირეები მადრიდში, ისტორიულ და გარდამტეხ სამიტზე შეხვდებიან და მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ შეინარჩუნონ ნატო-ს სიძლიერე, უფრო საშიშ მსოფლიოში. ჩვენ გვქონდა განხილვა, მზადების პროცესთან დაკავშირებით, მათ შორის, უკრაინისთვის ჩვენი დახმარების გაგრძელების აუცილებლობის შესახებ. მოუთმენლად ველი, როდესაც პრეზიდენტი ზელენსკი მადრიდის სამიტზე ნატო-ს ლიდერებს მიმართავს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, ნატო-ს სამიტი 28-30 ივნისს, მადრიდში გაიმართება, რომლის მთავარი თემა ევროატლანტიკური უსაფრთხოება იქნება.

























