„საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში 118 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა

საქსტატის“ მონაცემების თანახმად, 2021 წელს საქართველოში 118 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა.

სტატისტიკის თანახმად, სასაკლაოების 21.2 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონში, 16.9 პროცენტი - კახეთის რეგიონში, 13.6 პროცენტი - შიდა ქართლის რეგიონში, 13.6 პროცენტი - იმერეთის რეგიონში, 11.0 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 23.7 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.

„2021 წლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 361.4 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 35.0 პროცენტი - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ხოლო 65.0 პროცენტი - წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 12 565.6 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

სასაკლაოების მიერ 2021 წლის განმავლობაში 43 428.5 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 31.6 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 44.4 პროცენტი - ფრინველის, 22.5 პროცენტი - ღორის, 1.3 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

2021 წლის განმავლობაში სასაკლაოებში წარმოებული ხორციდან 1 498.4 ტონა შესყიდული იყო სასაკლაოს მიერ, საიდანაც 85.8 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, ხოლო 9.5 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე.

2021 წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 24.2 ათას პირს, საიდანაც 37.1 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 030 კაცი შეადგინა.

ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 29.9 ლარი, ცხვრის ან თხის - 15.7 ლარი, ღორის - 27.1 ლარი. სასაკლაოების უმრავლესობა (52.5 პროცენტი) სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით, 44.9 პროცენტი აღჭურვილია ნაწილობრივ, ხოლო 2.5 პროცენტი არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით.

სასაკლაოების 69.5 პროცენტი არ სარგებლობს სესხით, ხოლო 30.5 პროცენტს აღებული აქვს სესხი სხვადასხვა მიზნით: 61.1 პროცენტს - მხოლოდ ძირითადი კაპიტალის შეძენისთვის (ახლის შეძენის ან არსებულის გაუმჯობესების მიზნით), 25.0 პროცენტს - მხოლოდ საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 13.9 პროცენტს - როგორც ძირითადი, ასევე საბრუნავი კაპიტალისათვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

რაც შეეხება სამაცივრე მეურნეობას, საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში 273 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლის რეგიონშია (57.9 პროცენტი) განთავსებული.

„მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია კახეთის რეგიონში (16.8 პროცენტი), თბილისში (5.9 პროცენტი), აჭარის არ-ში (5.1 პროცენტი), ქვემო ქართლის რეგიონში (4.4 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (4.0 პროცენტი), იმერეთის რეგიონში (2.6 პროცენტი), მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (1.5 პროცენტი), გურიის რეგიონში (1.5 პროცენტი) და სამცხე- ჯავახეთის (0.4 პროცენტი) რეგიონში: 2021 წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 471 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 678 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 2 166 კაცით განისაზღვრა.

2021 წლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 242.1 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 48.9 პროცენტი - ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 22.1 პროცენტი - ხილი და ბოსტნეული, 16.1 პროცენტი - პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 7.4 პროცენტი - თევზეული, 2.3 პროცენტი - რძის პროდუქტები, ხოლო დანარჩენ პროდუქტებს 3.2 პროცენტი უკავია: სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2021 წლის განმავლობაში შესყიდულია 40.1 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების სახით მიღებულ შემოსავალს - 22.6 მლნ. ლარი შეადგინა.

2021 წლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 373.1 მლნ. ლარის ღირებულების (61.3 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (51.4 პროცენტი) იყო ადგილობრივი (შესყიდული) წარმოების.

ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი) პროდუქციის 69.9 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით) (39.5 პროცენტი), პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (29.4 პროცენტი) და თევზეული (19.8 პროცენტი) წარმოადგენდა. სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან 4.3 პროცენტი უცხოურ ბაზარზე იქნა რეალიზებული, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს თევზეული, ხილი, ბოსტნეული და ქათმის ხორცი წარმოადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 59.2 პროცენტს, თებერვალში - 56.2 პროცენტს, მარტში- 49.2 პროცენტს, აპრილში - 50.2 პროცენტს, მაისში - 53.8 პროცენტს, ივნისში - 51.5 პროცენტს, ივლისში - 62.1 პროცენტს, აგვისტოში - 60.8 პროცენტს, სექტემბერში - 54.2 პროცენტს, ოქტომბერში - 60.2 პროცენტს, ნოემბერში - 59.1 პროცენტს, ხოლო დეკემბერში - 53.5 პროცენტს. სამაცივრე მეურნეობების 47.3 პროცენტი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია სრულად, 44.3 პროცენტი - ნაწილობრივ, ხოლო 8.4 პროცენტი საერთოდ არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. სესხით სარგებლობს სამაცივრე მეურნეობების 75.5 პროცენტი. აქედან, 45.1 პროცენტს სესხი აღებული აქვს მხოლოდ ძირითადი კაპიტალისთვის (ახლის შეძენის ან არსებულის გაუმჯობესების მიზნით), 5.8 პროცენტს - მხოლოდ საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 49.0 პროცენტს - როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი კაპიტალისათვის. 2021 წელს საქართველოში 39 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც ქვემო ქართლის (35.9 პროცენტი), შიდა ქართლის (12.8 პროცენტი) და კახეთის (12.8 პროცენტი) რეგიონებში იყო განთავსებული. ელევატორების 10.3 პროცენტი ფუნქციონირებდა თბილისში, 10.3 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 7.7 პროცენტი - იმერეთის რეგიონში, 5.1 პროცენტი - გურიის რეგიონში, 2.6 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონში და 2.6 პროცენტი - აჭარის არ-ში: 2021 წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 4 მომხმარებელს, მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით - 236 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 1 033 კაცით განისაზღვრა.

2021 წლის განმავლობაში ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 481.9 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 79.7 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი, 8.2 პროცენტს - სიმინდი, 7.2 პროცენტს - სოიოს შროტი, 2.2 პროცენტს - ხორბლის ფქვილი, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა. 2021 წლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდულია 3 92.2 მლნ. ლარის ღირებულების 365.1 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 61.0 პროცენტი იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების. ელევატორების მიერ პროდუქციის გადამუშავებასა და შენახვაზე გაწეულმა დანახარჯებმა 4.4 მლნ. ლარი შეადგინა.

2021 წლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის დიდი ნაწილი, კერძოდ 47.0 პროცენტი, ხორბალზე მოდიოდა. ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) წარმოშობის პროდუქციაში როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით ჭარბობდა ხორბლის ფქვილი ელევატორების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის 84.5 პროცენტი) და ქატო (13.1 პროცენტი). გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიურმა დატვირთვამ (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 59.2 პროცენტს, თებერვალში - 54.2 პროცენტს, მარტში - 52.8 პროცენტს, აპრილში - 51.1 პროცენტს, მაისში - 49.8 პროცენტს, ივნისში - 42.7 პროცენტს, ივლისში - 51.1 პროცენტს, აგვისტოში - 52.1 პროცენტს, სექტემბერში - 51.9 პროცენტს, ოქტომბერში - 50.6 პროცენტს, ნოემბერში - 49.0 პროცენტს, ხოლო დეკემბერში - 47.1 პროცენტს.

ელევატორების 41.0 პროცენტი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია სრულად, 41.0 პროცენტი - ნაწილობრივ, ხოლო 17.9 პროცენტი საერთოდ არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით. სესხით სარგებლობს ელევატორების 61.5 პროცენტი. აქედან 33.3 პროცენტს სესხი აღებული აქვს მხოლოდ ძირითადი კაპიტალისთვის (ახლის შეძენის ან არსებული გაუმჯობესების მიზნით), 54.2 პროცენტს - მხოლოდ საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 12.5 პროცენტს - როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი კაპიტალისათვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა