ალექსეი არესტოვიჩი - ბატონო შოლც, ჩვენი დაღუპული ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გამო პასუხისმგებელი თქვენ ხართ

ბატონო შოლც, ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის გამო პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ, ყოველდღე იღუპებიან ბავშვები, ჩვენ ყოველდღე ვკარგავთ 100 ჯარისკაცს, რადგან თქვენ არ გვაძლევთ მძიმე იარაღს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა გამოცემა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რას ეტყვის გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს, იმ შემთხვევაში თუ მას შეხვდება.

„უკრაინის არმია ძლიერია, ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ რუსები და განვდევნოთ ისინი ჩვენი ქვეყნიდან, მაგრამ ჩვენ გვჭირდება იარაღი“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.

მისივე განმარტებით, უკრაინას გერმანიისგან სჭირდება შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები და უპილოტო საფრენი აპარატები. არესტოვიჩმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინას დაჰპირდა „ლეოპარდის“ ტიპის 88 ერთეულ ტანკს და 50 ერთეულ „გეპარდის“ ტიპის თვითმავალ საზენიტო დანადგარს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა