შალვა პაპუაშვილი ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, მატი ვანჰანენს და პარლამენტის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და ფინეთს შორის არსებული ნაყოფიერი ურთიერთობები განიხილეს. აღინიშნა, რომ პოზიტიურად ვითარდება საპარლამენტო თანამშრომლობა, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებს შორის.

შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე შეტანილ განაცხადსა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა ფინეთს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა, ასევე, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობა მიმოიხილეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, ნატოში გაწევრიანება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. შალვა პაპუაშვილმა წარმატება უსურვა ნატოში გაწევრიანების გზაზე მყოფ ფინეთს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი სკანდინავიის ქვეყნებში გრძელდება. საპარლამენტო დელეგაციაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.

ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს