ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი ხედვით, „მაიმუნის ყვავილის" საწინააღმდეგოდ მასობრივი ვაქცინაცია არ განიხილება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი ხედვით, მასობრივი ვაქცინაცია "მაიმუნის ყვავილის" საწინააღმდეგოდ არ განიხილება.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს და მსოფლიოში მისი მარაგებიც საკმარისია.

„ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს და მარაგებიც არის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას 40 მილიონ დოზამდე აქვს, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებს და რამდენიმე ქვეყანას. დღევანდელი ხედვით, მასობრივი ვაქცინაცია "მაიმუნის ყვავილის" საწინააღმდეგოდ არ განიხილება. იქ, სადაც ენდემურად იყო "მაიმუნის ყვავილი", იქაც არ იყენებენ მასობრივად ვაქცინას და ე.წ. ბეჭდისებრი აცრა განიხილება, ისიც იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული. გამოვლენილი 1600 შემთხვევა, ყველა მსუბუქია და არცერთი ლეტალური გამოსავალი ენდემური ქვეყნების გარეთ არ დაფიქსირებულა. ამიტომ ჯერჯერობით ვაქცინაციაზე, მითუმეტეს, ე.წ. მასობრივ ვაქცინაციაზე საუბარი არ არის",- განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება საქართველოში ე.წ. მაიმუნის ყვავილის გავრცელების რისკებს, როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ქვეყანას გამონაყარით მიმდინარე დაავადებებზე გაძლიერებული აქვს ზედამხედველობა.

“ამ ხნის განმავლობაში ე.წ. შესაძლო შემთხვევა ჩვენთან 4 იყო. ამ 4 შემთხვევაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრში ჩატარდა კვლევა და უარყოფითი შედეგი დადგა 3 შემთხვევაში. ერთ შემთხვევა იყო ღრმა კვლევის საგანი, პაციენტს ჰქონდა მოგზაურობის ისტორია და სხვა ეპიდემიოლოგიური მონაცემები. აღნიშნულ საეჭვო შემთხვევაზე დღეს დასრულდება სეკვენირება, რადგან ეს არის პირველი შემთხვევა, რამდენჯერმე გამოვიკვლიეთ. შესაბამისად, დღეს იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი და ასევე ვაცნობებთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას. პაციენტზე დაკვირვება მიმდინარეობდა, მისი მდგომარეობა იყო მსუბუქი და უკვე გაწერილია სახლში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, რაც შეეხება პაციენტის კონტაქტებს, სრულად არის გამოკვლეული.

„მიმდინარეობდა კონტაქტებზე დაკვირვება და არცერთ შემთხვევაში კლინიკური ნიშნები არ გამოვლენილა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

თავის მხრივ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა აღნიშნა, რომ გამოვლენილი საეჭვო შემთხვევის კონტაქტები კარანტინში არ ყოფილან, რადგან მას მესამე ტიპის კონტაქტები საქართველოში არ ჰყოლია.

„ჩვენ არცერთი პირისთვის სრული კარანტინი არ გვქონია დაწესებული. იყო მეორე და პირველი კატეგორიის კონტაქტები, რომელიც კარანტინს არ მოითხოვს. მხოლოდ ზედამხედველობის ქვეშ არიან მეორე დონის კონტაქტები და ეს დაკვირვება 21 დღის განმავლობაში გაგრძელდება. კონტაქტების წრე ძალიან ვიწრო იყო“, - განაცხადა ზახაშვილმა.

რაც შეეხება თავდაცვის საშუალებებს, როგორც ზახაშვილმა აღნიშნა, ნიღბის და ხელთათმანის მუდმივი გამოყენება „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევაში სამედიცინო პერსონალისთვის იქნება სავალდებულო, ასევე საოჯახო კონტაქტებისთვის, რომელთა იზოლაციაც ვერ მოხდება.

„ამჟამად, ქუჩაში ნიღბის გამოყენების საჭიროება “მაიმუნის ყვავილის“ გამო ჯერჯერობით არ დგას. დაავადების გავრცელების რისკი არ არსებობს, რადგან სიმპტომების გამოვლენისთანავე მოხდა ამ ერთ საეჭვო შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმართვა, მისი კონტაქტებიც ძალიან ვიწრო იყო და ზედამხედველობაც დაწესებულია. თვითონ ეს პირი სრულად იზოლირებული იყო სრულ გამოჯანმრთელებამდე“, - განაცხადა ზახაშვილმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის