ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილის განცხადების უკან არ არის სწორი პოლიტიკური მოტივაცია

სალომე ზურაბიშვილის განცხადების უკან არის ცარიელი პოლიტიკური მოტივაცია და ეს არ არის სწორი პოლიტიკური მოტივაცია, - ასე აფასებს პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლას და აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილის განცხადებები „წინააღმდეგობრივი და ღიმილისმომგვრელია“.

„წინააღმდეგობრივი და ღიმილისმომგვრელი რატომ არის ეს ყველაფერი? - ჩვენ მოგვიწოდა სალომე ზურაბიშვილმა, რომ თავი შევიკავოთ ევროკავშირის ინსტიტუტების კრიტიკისგან და მათ შორის ცალკეული ევროპარლამენტარების კრიტიკისგან მაშინ, როდესაც თვითონ გუშინვე ძალიან მწვავედ გააკრიტიკა ევროპარლამენტი. აქედან ჩანს რა, რომ მისი განცხადების უკან არის ცარიელი პოლიტიკური მოტივაცია და ეს არ არის სწორი პოლიტიკური მოტივაცია. როდესაც თვითონ აკრიტიკებს უმწვავესად ევროპარლამენტს და შენ გეუბნება, ხმა არ უნდა ამოიღო, ამაზე საზოგადოებამ იმსჯელოს.

რაც შეეხება ოპოზიციის მიმართ მოწოდებას, სხვას კი არაფერს აკეთებს ოპოზიცია - დადის და ამ „მესიჯბოქსს“ ატრიალებს, რაც სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გააჟღერა. აქაც არის წინააღმდეგობრივი მისი ბრიფინგი ანუ ოპოზიციას მოუწოდებს არ ილაპარაკოს ის, რაც გუშინ თვითონვე ილაპარაკა. ორივე ნაწილში სრულიად წინააღმდეგობრივია სალომე ზურაბიშვილის განცხადებები. შესაბამისად, კრიტიკასაც ვერ უძლებს ის, რაც გუშინ მისი მხრიდან მოვისმინეთ, სამწუხაროდ“, - განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა