„სტრატეგია აღმაშენებელი“ - 100-საათიანი უწყვეტი ტურნე გრძელდება

100-საათიანი უწყვეტი ტურნე გრძელდება, - აღნიშნული ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პარტიის ლიდერები და წევრები საქართველოს მასშტაბით ევროპული კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას ხვდებიან.

„#ერთადევროპისკენ“ ტურნეს ფარგლებში, პარტიის წარმომადგენლები გორის, ხაშურის, ზესტაფონის, ქუთაისის და ზუგდიდის მოსახლეობას შეხვდნენ. როგორც პარტიაში აცხადებენ, ტურნე კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება და სამეგრელოსა და აჭარის ტერიტორიასაც მოიცავს.

შეგახსენებთ, 13 ივნისს „სტრატეგია აღმაშენებელმა“ საქართველოს მასშტაბით 100-საათიანი ტური „ერთად ევროპისკენ“ დაიწყო. ტურნემ სტარტი თბილისში, „ვარდების რევოლუციის“ მოედნიდან აიღო და ერთი კვირის განმავლობაში ქვეყნის ყველა რეგიონს მოივლის.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა