გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტზე - თუ ამ ქალბატონს დეპოლარიზაცია უნდა, ის ბერკეტები გამოიყენოს, რომელიც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული, საქართველოს მესამე პრეზიდენტი შეიწყალოს, ან სხვა სამართლებრივი გზა მონახოს

ოპოზიციონერი დეპუტატის გრიგოლ ვაშაძის თქმით, ის განცხადებები, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აკეთებს კარგია, თუმცა, მისი თქმით, თუ ზურაბიშვილს დეპოლარიზაცია უნდა, მაშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტი უნდა შეიწყალოს.

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა 16 ივნისს სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ აქციაზე მისვლას, ვაშაძემ აღნიშნა, რომ აქციებზე ყოფნის თავისი წილი შესრულებული აქვს.

„ძალიან კარგია ის განცხადებები, რომელსაც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი აკეთებს, მაგრამ იქიდან დავიწყოთ, რომ ამ თანამდებობაზე გაყალბებული არჩევნებით აღმოჩნდა ეს ქალბატონი. სანამ ამ განცხადებებს გააკეთებს კარგი იქნება ეუთოს ის 27 რეკომენდაცია წაიკითხოს, რომელმაც გამანადგურებელი შეფასება მისცა 2018 წლის არჩევნებს და არანაკლები იყო 2020 წლის არჩევნებზე გამოტანილი დასკვნა. ამასთან, თუ ამ ქალბატონს დეპოლარიზაცია უნდა და თუ უნდა, რომ ყველა პოლიტიკური ძალა ერთმანეთს ცივილიზებულად და ევროპულად ელაპარაკებოდეს, ამისათვის ის ბერკეტები გამოიყენოს, რომელიც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული, საქართველოს მესამე პრეზიდენტი შეიწყალოს, ან სხვა სამართლებრივი გზა მონახოს.

რაც შეეხება ხვალინდელ აქციას, ამაღამ მივფრინავ, ამიტომ ვერავითარ აქციებზე ვერ ვიქნები და მე ჩემი წილი აქციებზე დგომა მოვითავე",- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას