გრიგოლ ვაშაძე - სააკაშვილს გადასხმები აღარ შველის, კარდინალური მკურნალობაა საჭირო - ადამიანს ანორექსია, ანემია და ჯანმრთელობის უზარმაზარი დაზიანება აქვს და ამას ექსპერტიზა რაღად უნდა?

ოპოზიციონერი დეპუტატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები აქვს.

როგორც გრიგოლ ვაშაძემ მედიასთან განაცხადა, ოპოზიცია ხელისუფლებასთან იმ შემთხვევაში ითანამშრომლებს, თუ სააკაშვილს შეიწყალებენ.

მიხეილ სააკაშვილს გადასხმებს უკეთებენ და ეს გადასხმები აღარ შველის, კარდინალური მკურნალობაა საჭირო, ამისთვის კი აუცილებელია საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანა, ამიტომ მოინახოს სამართლებრივი გზა იმისთვის, რომ ის რასაც საქართველოს საზოგადოების უზარმაზარი ნაწილი ითხოვს, შესრულდეს და ერთხელ და სამუდამოდ დაპირისპირების, პოლარიზაციისა და ერთმანეთის ლანძღვა-გინების ფურცელი გადავშალოთ და ევროპას ვაჩვენოთ, რომ არა მარტო ევროკავშირის მიმართ, არამედ ეროვნული ინტერესის მიმართაც ერთიანები ვართ.

არ ვიცი, რა ექსპერტიზაა საჭირო იმისათვის, როდესაც შეუიარაღებელი თვალით და საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომის გარეშეც ჩანს, რომ ადამიანს ანორექსია, ანემია და ჯანმრთელობის უზარმაზარი დაზიანება აქვს და ამას ექსპერტიზა რაღად უნდა? ექსპერტიზა რომ აღარ სჭირდება ამის პირველი მტკიცებულება არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში კი არ დააბრუნეს, არამედ დღესაც საავადმყოფოშია. ამიტომ, ჩემი მოლოდინი არის მარტივი, ძვირფასო ხელისუფლებავ, თუ მართლა გნებავთ თანამშრომლობა და ჩვენ მზად ვართ ამ თანამშრომლობისთვის, მაშინ გადადგით ეს ნაბიჯი [შეწყალება], რადგან ამაში საზოგადოება თქვენი პოზიტიური განწყობის გარდა სხვას არაფერს დაინახავს, დამიჯერეთ",- განაცხადა ვაშაძემ.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას