გიორგი ვაშაძე - მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს: დასაჯეთ თქვენი პარტიის ის ადამიანები, ვინც ლიდერებად გყავთ განწესებული

საქართველო ჩემპიონი სტატუსის ნაცვლად, სამწუხაროდ მთელ მსოფლიოში მაჩანჩალა სტატუსის მატარებელია, ამიტომ მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს: დასაჯეთ თქვენი პარტიის ის ადამიანები, ვინც ლიდერებად გყავთ განწესებული, მაგრამ თქვენ, ბატონო ბიძინა, ქართველი ხალხი დაგსჯით იმისთვის, რასაც ახლა თქვენ აკეთებ, რა სიმწარეში ჩაგვაგდეთ ყველა საქართველოში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამის გამო დღევანდელი ფორმალური ლიდერები უნდა დასაჯოს, იმიტომ, რომ მათ არაფერი გააკეთეს, ოღონდ მეორე არის, რომ ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილი უნდა დასაჯოს, იმიტომ, რომ ევროკავშირისკენ სვლას აგვაცილა,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, მან 16 ივნისს თბილისში შეკრებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოწოდებაზე ისაუბრა.

სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია, ვიდრე აქციაზე მისვლის მოწოდებაა, მათ შორის, შეწყალების საკითხთან დაკავშირებით.

„მე მის ადგილზე აქციის გარდა, უამრავ ნაბიჯს გადავდგამდი. შეწყალებებიდან დაწყებული სხვა მექანიზმებით გაგრძელებული, მაგრამ მთავარი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი „ქართულ ოცნებას“. მიტინგზე მონაწილეობთ „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობისგან თავს ვერ დაიძვრენს, რომ ისინი ევროპულ განვითარების კურსს ეწინააღმდეგებიან. ეს უკვე ყველამ იცის“, - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე ტექსტი ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით იმის მანიშნებელია, რომ ევროპარლამენტის პარტიებთან სათანადო მუშაობა არ იყო გაწეული. პრეზიდენტის განმარტებით, ოპოზიცია თავისი მიზნების მისაღწევად მუშაობდა, მთავრობას კი ის სამუშაო, რომელიც მას ევალებოდა, არ ჩაუტარებია და ამის ნაცვლად „ხან დუმილი, ხან სერიოზულ კითხვებზე შეურაცხმყოფელი პასუხები არჩია“, რის გამოც „შესაბამისი შედეგიც მიიღო“.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობას შესთავაზა, 16 ივნისს ევროპის მოედნიდან რიყემდე შეიკრიბონ, რათა "დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა", ხოლო 20 ივნისს დაგეგმილი აქციის "შინ ევროპისკენ" მონაწილეებს მიმართა, "თუ დაფიქრდებიან, შეიძლება ეს გამოსვლა გადაიდოს, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება".

რაც შეეხება 20 ივნისს, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას - „შინ ევროპისკენ“, მას არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები უერთდებიან.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან