რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკის განვითარების ფონდის ახალი დირექტორი ჯაბა ხმალაძე თანამშრომლებს წარუდგინა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ახალი დირექტორი ჯახა ხმალაძე თანამშრომლებს წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის მოადგილემ ახალი დირექტორის პროფესიონალიზმს, გამოცდილებასა და გუნდური მუშაობის უნარს ხაზი გაუსვა.

მისი თქმით, ჯახა ხმალაძე წარმატებით შეძლებს, თავი გაართვას ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელობას, როგორიცაა ენერგეტიკის განვითარების ფონდი.

წარდგენისას ფონდის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები დასახელდა, რომელთა მიზანსაც საქართველოს ენერგეტიკის განვითარება, მათ შორის, პრიორიტეტულ ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს.

შეხვედრას, ასევე, ენერგეტიკის განვითარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანი დაესწრო, რომელიც ამჟამად ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორის თანამდებობაზეა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო