ნათია მეზვრიშვილი - ევროკავშირი დღეს ჩვენგან ელოდება ერთადერთს და მთავარს, ხელისუფლებამ გამოხატოს რეფორმების გატარების მინიმუმ მზაობა და პოლიტიკური ნება - მოვუწოდებთ „ოცნებას“, გონს მოეგონ

ფაქტია, რომ „ოცნების“ ბოლოდროინდელმა პოლიტიკამ საქართველოს ევროპული და თავისუფალი მომავალი რეალური საფრთხის ქვეშ დააყენა - უნდა გვესმოდეს, რომ აქციები არ არის საკმარისი და ეს კარგად იცის საქართველოს პრეზიდენტმაც , - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, იმისთვის, რომ დარჩენილ დროში საქართველოს ევროპული პერსპექტივა გადავარჩინოთ, მნიშვნელოვანია რეფორმების გატარება.

ნათია მეზვრიშვილმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ აიღოს პოლიტიკური ვალდებულება რეფორმებზე.

„გვსურს დავაფიქსიროთ მკაფიო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ დარჩენილ მცირე დროში საქართველოს ევროპული პერსპექტივა გადავარჩინოთ. ეს გახლავთ რეფორმები, რეფორმები და მხოლოდ რეფორმები.

ფაქტია, რომ „ოცნების” ბოლოდროინდელმა პოლიტიკამ საქართველოს ევროპული და თავისუფალი მომავალი რეალური საფრთხის ქვეშ დააყენა. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, ვის რა მიზანი ამოძრავებდა, მათ შორის, გაერთიანების მიზანი, აქციების დაანონსების დროს, აქციებზე თარიღების მსჯელობამ საზოგადოების გახლეჩა გამოიწვია, რაც მხოლოდ და მხოლოდ გვაზიანებს.

აქციები მნიშვნელოვანია მოქალაქეობრივი პოზიციის გამოსახატავად და ჩვენს ამომრჩეველს ამ მხრივ სრული თავისუფლება აქვს. ასევე, უნდა გვესმოდეს, რომ აქციები არ არის საკმარისი და ეს კარგად იცის საქართველოს პრეზიდენტმაც. მიუღებელია ევროპული პერსპექტივის გადარჩენის ტვირთის გადატანა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც არაერთხელ დაუმტკიცეს ევროპას, რომ ევროპა საქართველოს მოქალაქეების ისტორიული არჩევანია და ეს ძალიან კარგად იციან ევროკავშირში. ევროკავშირი დღეს ჩვენგან ელოდება ერთადერთს და მთავარს, ხელისუფლებამ გამოხატოს დემოკრატიული რეფორმების გატარების მინიმუმ მზაობა და პოლიტიკური ნება.

შესაბამისად, მოვუწოდებთ ოცნებას, გონს მოეგონ და დაუყოვნებლივ აიღონ პოლიტიკური ვალდებულება რეფორმებზე. ისეთ რეფორმებზე, რომელიც უზრუნველყოფს 2024 წელს არჩევნების თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას, მათ შორის, კორუფციისგან და სისტემურ დარღვევებისგან თავისუფალ არჩევნებს, ხოლო არჩევნების ძალაუფლების რეალურ განაწილებას, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, რაც საბოლოო ჯამში მოახდენს ავტორიტარიზმის პრევენციას და ჩვენს ქვეყანაში გადაარჩენს დემოკრატიას და შესაბამისად დემოკრატიის გადარჩენით გადაარჩენს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა