ლოიდ ოსტინი - მოხარული ვარ მივესალმო ეკვადორს, საქართველოს და მოლდოვას, რომლებიც შეუერთდნენ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას

მოლდოვა, საქართველო და ეკვადორი შეუერთდნენ შტაბის უფროსებისა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრას რამშტეინის ფორმატში, რომელიც უკრაინის სამხედრო დახმარების გაწევას უკავშირდება. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

„რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან 45-ზე მეტმა მოკავშირემ და პარტნიორმა მთელი მსოფლიოდან გაუწია სამხედრო დახმარება უკრაინას. ეს ასახავს გლობალურ აღშფოთებას რუსული არაპროვოცირებული აგრესიის მიმართ და ასახავს გლობალურ გადაწყვეტილებას დაიცვას წესებზე დაფუძნებული წესრიგი", - აღნიშნა ოსტინმა.

„დღეს მაქვს პატივი, ვუმასპინძლო 45-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს და შტაბის უფროსებს, ასევე ნატოს და ევროკავშირის წარმომადგენლებს. ასევე მოხარული ვარ მივესალმო ეკვადორს, საქართველოს და მოლდოვას, რომლებიც შეუერთდნენ დღევანდელ საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას“, - დასძინა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა.

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ოსტინი გამოვიდა მოწოდებით არ დაკარგოს დრო და დაასახელა იარაღის ტიპები, რომლებიც უკრაინაში მალე ჩავა.

ოსტინმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ფსონები მაღალია“ და გადამწყვეტი მომენტი დადგა ბრძოლის ველზე.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე