ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „არ შეიძლება იყოს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს - სტაბილურობის ერთადერთი პასუხი“

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „არ შეიძლება იყოს მეზობელი ქვეყნების - უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს - სტაბილურობის ერთადერთი პასუხი“. ამის შესახებ საფრანგეთის ლიდერმა მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში განაცხადა.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ევროპის გამარტივება, რათა ის უფრო ეფექტური იყოს“, - აღნიშნა მაკრონმა მოლდოვის პრეზიდენტთან მაია სანდუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ფართო ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შექმნის მნიშვნელობას, რომელიც ისეთ ძირითად საკითხებზე ითანამშრომლებს, როგორიცაა თავდაცვა და უსაფრთხოება.

"ჩემი როლი არის კონსენსუსის მიღწევა", - დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი „ევროპული მოლდოვის მხარდაჭერის პლატფორმას“ უხელმძღვანელებს, რომელიც ოფიციალურ კიშინიოვს 650 მილიონი ევროთი დაეხმარება.

მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ მოლდოვის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ „სავსებით ლეგიტიმურია“.

როგორც CNN-ი წერს, ევროკავშირის ლიდერები ივნისის ბოლოს ბრიუსელში შეიკრიბებიან, რათა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატის განაცხადები განიხილონ. ეს იქნება ევროკავშირის ბოლო სამიტი, რომელიც საფრანგეთის თავმჯდომარეობის დროს გაიმართება.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა