თინა ხიდაშელი - არ მაქვს განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პირადად აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას - შესაძლოა, გუნდის გამოცვლას გეგმავს

ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს გვარამია - დღეს მას აქვს შანსი პირდაპირ შედეგი დააყენოს, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანია გამოჩნდეს სალომე ზურაბიშვილის პოზიციონირება.

სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეიწყალოს ნიკა გვარამია. როდესაც ის საუბრობდა იმ არასწორ ნაბიჯებზე, რომელიც ხელისუფლებამ გადადგა, მათ შორის ახსენა ინსპექტორის შესახებ კანონი და მის გარშემო განვითარებული მოვლენები, მაშინ იყო შეცდომა, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა ამ კანონს არ დაადო ვეტო, მიუხედავად იმისა, მას „ქართული ოცნება“ გადალახავდა თუ - ვერა. აქ საქმე იმაში არის, თავად პრეზიდენტი როგორ პოზიციონირებს და ახერხებს თუ ვერა, რჩებოდეს ორიენტირად ხელისუფლებაში მყოფ ადამიანთა შორის ერთადერთად, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. დღეს მას აქვს შანსი პირდაპირ შედეგი დააყენოს, ქვეყნისთვის სახელმწიფოებრივად ძალიან მნიშვნელოვანია გამოჩნდეს, რომ ამ ქვეყანაში ვიღაცას აწუხებს, ქვეყანაში ანგარიშსწორების და საკუთარი ამომრჩევლის გულის მოგების გამო, შეიძლება ადამიანი ციხეში აღმოჩნდეს. სალომე ზურაბიშვილს ეს ინსტრუმენტი აქვს, რომ ერთ-ერთ წუხილს გასცეს პასუხი. ეს არის ერთ-ერთი ქმედითი ინსტრუმენტი, რომელიც მას ხელში უჭირავს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ყოფილმა მინისტრმა პრეზიდენტის 14 ივნისის ბრიფინგზე საუბრისას აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ამ განცხადებებით „ქართულ ოცნებას“ უთხრა, რომ ის არის უუნარო ხელისუფლება.

„არ მაქვს განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პირადად აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას. შესაძლოა, გუნდის გამოცვლას გეგმავს, არ ვიცი. "ირაკლიების" ჩანაცვლება მორიგ ჯერზე დღის წესრიგში თუა დამდგარი მის კარზე, არ ვიცი.

ეს [სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი] იყო პირდაპირი მნიშვნელობით „ქართული ოცნებისთვის“ თქმა, რომ ის არის უმოქმედო, უუნარო, უმაქნისი. ის ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას“, - აღნიშნა ხიდაშელმა.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი