ორი ამერიკელი მებრძოლის დატყვევებაზე ცნობების შემდეგ, აშშ-მა საკუთარ მოქალაქეებს უკრაინაში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარ მოქალაქეებს უკრაინაში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

ეს მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ რუსულმა ძალებმა ორი ამერიკელი დაატყვევეს.

ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ის მოქალაქეების გატაცებაზე ცნობები ჯერ გადამოწმებული არ არის, მაგრამ დადასტურების შემთხვევაში, ოფიციალური ვაშინგტონი, მისი შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს გააკეთებს, რათა მოქალაქეები გათავისუფლდნენ.

„თუ თქვენ უკრაინის მხარდაჭერა გსურთ, ამისთვის რამდენიმე სხვა გზა არსებობს, რომელიც უფრო უსაფრთხო და ეფექტურია“,- მიმართა კირბიმ ამერიკელებს.­

ცნობისთვის, ორი ამერიკელი, რომლებიც უკრაინულ ძალების მხარდამხარ ხარკოვის ჩრდილოეთით იბრძოდნენ, თითქმის ერთი კვირაა გაუჩინარდნენ.

მათი ოჯახის წევრები და თანამებრძოლები შიშობენ, რომ ისინი შესაძლოა რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს. დაკარგული ამერიკელი მებრძოლები 39 და 27 წლის მამაკაცები არიან.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა