Politico - მაკრონის განცხადებით, ევროკავშირს არ შეუძლია მოლდოვა და უკრაინა ერთმანეთისგან გამიჯნოს, ამიტომ სურს, მათ სტატუსზე პოზიტიური სიგნალი გაუგზავნოს - მოლაპარაკებების მაგიდაზეა ასევე საქართველო, რომელიც მაკრონის თქმით, გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, მას სურს, რომ ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას „მკაფიო და პოზიტიური სიგნალი“ გაუგზავნოს, - ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

„მინდა, რომ მკაფიო და პოზიტიური სიგნალი გავუგზავნოთ, მაგრამ ჩვენ უნდა დავამყაროთ ერთსულოვნება ევროკავშირის წევრებს შორის. ვფიქრობ, რომ არ შეგვიძლია მოლდოვა უკრაინისგან გავმიჯნოთ“, - განაცხადა მაკრონმა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესსკონფერენციაზე.

Politico წერს, რომ ევროპული კომისია, უკრაინისთვის კანდიდატის მინიჭების რეკომენდაციას, სავარაუდოდ, პარასკევს გასცემს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაზე, რომლებიც 23-24 ივნისს ბრიუსელში სამიტს გამართავენ. Politico-ს სტატიაში აღნიშნულია, რომ „მოლაპარაკებების მაგიდაზე ასევე არის საქართველო, როგორც პოტენციური კანდიდატი, ქვეყანა, რომელიც მაკრონის განცხადებით, „გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა“.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია