ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელი „კარფური“, BDO Digital-ის პარტნიორობით პროცესების რობოტიზაციას (RPA) იწყებს .კომპანია ინვოისინგის პროცესში BDO Digital-ის გუნდის დახმარებით RPA ტექნოლოგიას დანერგავს.
RPA არის თანამედროვე ტექნოლოგია, რომლის მიზანია ადამიანების ნაცვლად რუტინული საქმე პროგრამამ აკეთოს.
პროექტის ფარგლებში კომპანიაში მოხდება ინვოისინგთან დაკავშირებულ რუტინულ პროცესებში RPA-ს ჩართვა. შედეგად კომპანია შეძლებს, დაზოგოს ადამიანური რესურსი, აირიდოს თავიდან შეცდომები და პროცესი უფრო სწრაფი და ეფექტიანი გახადოს.
ინვოისინგის პროცესის ავტომატიზაციის შემდეგ კარფურს შესაძლებლობა ექნება BDO-ს დახმარებით კომპანიის სხვა პროცესების დიაგნოსტიკაც ჩაატაროს, რაც ავტომატიზაციის სარგებლის შეფასებასა და რობოტიზაციის პოტენციალის გამოვლენაში დაეხმარება.
RPA ტექნოლოგიის მიმართულებით BDO Digital-ი მსოფლიოში წამყვანი კომპანიების UiPath-ისა და Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორია.
BDO Digital-ი ქართულ ბაზარს სთავაზობს ციფრული ტრანსფორმაციის სრულ საკონსულტაციო და ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს, მათ შორისაა პროცესების ოპტიმიზაცია, ტრანსფორმაცია და რობოტიზაცია.
(R)
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"