დავით ჭიჭინაძე - ამ ტემპით და გაუგონარი რიტორიკით, ჯერ გარემოცვა გადაჩეხავს ივანიშვილს და შემდეგ ეს გარემოცვა გადაიჩეხება  უფსკრულში

ამ ტემპით და გაუგონარი რიტორიკით, ჯერ გარემოცვა გადაჩეხავს ივანიშვილს და შემდეგ ეს გარემოცვა გადაიჩეხება უფსკრულში, - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, „ოცნებისთვის“ მთავარი „წითელი ხაზი“ სანქციებზე გადის.

„ჩვეულებრივი მონური ფსიქოლოგიაა - პატრონს ვიღაც დაემუქრა, ამიტომ სასწრაფოდ პასუხი უნდა გასცენ, იმ პატრონს რომ მოეწონება ისეთი, თორემ ნაწყალობებ ძალაუფლებასაც დაკარგავენ და იმ თავის მოპარულ მილიონებსაც. ამიტომ გახდა „ოცნებისთვის“ მთავარი „წითელი ხაზი“ სანქციები, რადგან ზუსტად იციან, რომ ივანიშვილის ე.წ. უძლეველობა მოსყიდვაზე, დაშანტაჟებაზე, გადაბირებაზე დგას და ეს ყველაფერი ახლა ხელიდან ეგლიჯებათ, თორემ, ხალხი ვის აინტერესებს, ან დემოკრატია, ან საერთოდ ქვეყანა? ან ღირსება შერჩა ვინმეს?! მოკლედ, ამ ტემპით და ამ გაუგონარი რიტორიკით, ჯერ მისი გარემოცვა გადაჩეხავს ივანიშვილს და შემდეგ ეს გარემოცვა გადაიჩეხება უფსკრულში ისე, როგორც არავინ და არასოდეს ამ ქვეყანაში”, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს