ამირან გამყრელიძე - ვაქცინაციის წახალისების პროგრამები და თავად ვაქცინაცია არ შეწყდება, რამეთუ კორონავირუსის პანდემია არ დამთავრებულა - ახლა წახალისების სხვა ფორმები უნდა შემოვიტანოთ

ვაქცინაციის წახალისების პროგრამები და თავად ვაქცინაცია არ შეწყდება. პირიქით, უნდა გაძლიერდეს, რამეთუ კორონავირუსის პანდემია არ დამთავრებულა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 44%-ია სრულად აცრილი, ქვეყანას კი მინიმუმ 70%-იანი აცრის მაჩვენებელი უნდა ჰქონდეს.

„პროგნოზით, შემოდგომაზე შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, ამიტომ იმუნური ფენა ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს. ჩვენ სულ ამაზე ვსაუბრობთ. სამწუხაროდ, შემცირებულია ყოველდღიური ვაქცინაციის რაოდენობა ქვეყანაში, მაგრამ ეს უნდა გავაძლიეროთ. კიდევ ვიწყებთ დიდ კამპანიას ბევრი დონორის დახმარებით, აქ არის: UNDP, მსოფლიო ბანკი, გაეროს ბავშვთა სააგენტო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, GIZ. ბევრი დონორის მხარდაჭერით ამ ზაფხულის განმავლობაში ჩატარდება დიდი კამპანია. კამპანიის ფარგლებში მივალთ ადამიანებთან და ავუხსნით ვაქცინის სარგებელს. დღეს, მოზრდილი მოსახლეობის 44%-ია სრულად აცრილი. ჩვენ სულ მცირე 70%-ზე უნდა ავიდეთ, რომ ზამთრისთვის იყო მშვიდად. რატომ ვერ შევძელით ამ მაჩვენებელზე ასვლა, ამას ერთი მიზეზი არ აქვს, ვერ შევძელით იმიტომ, რომ ალბათ, ცოტა კომუნიკაციაც დავაკელით, ცოტა მეტი უნდა იყოს, მაგრამ ამავე დროს არის მეორე ფაქტორი - ჩემი კოლეგების, სამედიცინო პერსონალის ინერტულობა ამ თვალსაზრისით.

დღეის მდგომარეობით სრულად ვაქცინირებულია ექიმების 83%, არადა, 99% უნდა იყოს, რომ ხალხს ჩვენი მაგალითი ვაჩვენოთ. ამავე დროს, უნდა იყოს მეტად გაძლიერებული პირველადი ჯანდაცვა, რომ ყველა სოფლის ექიმს თავისთან მიმაგრებული ადამიანები აცრილი ჰყავდეს. რაც შეეხება წახალისების პროგრამას, მან პირველი ორი თვე იმუშავა, როდესაც თანხას ვუხდიდით 60 წლის ზემოთ მოსახლეობას, შემდგომ ისევ ქვემოთ წამოვიდა და მაისიდან შეწყდა. ახლა უკვე წახალისების სხვა ფორმები უნდა შემოვიტანოთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს და ბუსტერდოზით აცრას, როგორც გამყრელიძე ამბობს, თუ ბუსტერდოზის გაკეთებიდან 4 თვე არის გასული, მეორე ბუსტერით უნდა აიცრან.

„აღნიშნულზე მინისტრის ბრძანებაც გამოიცა, სადაც წერია, რომ 50 წლის ზემოთ პირებისთვის რეკომენდებულია ყველა აიცრას, განსაკუთრებით კი ის, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს. ასევე, 18 წლიდან ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში პირები ექიმის რეკომენდაციით იცრებიან, ასევე თუ მათ აქვთ რაიმე დამადასტურებელი საბუთი, რომ ისინი რაიმე ქრონიკული დაავადების მატარებლები არიან“, - განაცხადა გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის