გიორგი ხანიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი ჰოლდინგის Mawarid Holding Investment წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი ჰოლდინგის „Mawarid Holding Investment“ წარმომადგენლებს შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობისა და სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტირების შესაძლებლობების საკითხებს.

„ჰოლდინგი „Mawarid Holding Investment“ 10 კომპანიის გაერთიანებას წარმოადგენს და ძირითადი საქმიანობა მეცხოველეობა და ცხოველთა საკვების წარმოებაა. ჰოლდინგი, რომელშიც 15 ათასი ადამიანია დასაქმებული, აქტიურადაა ჩართული საამიროების სურსათის უსაფრთხოების ეროვნული პროგრამის შესრულებაში.

გიორგი ხანიშვილმა „Mawarid Holding Investment“-ის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ყურადღება მეცხოველეობის, ბაგური მეცხვარეობის და მარცვლეული კულტურების განვითარების პოტენციალზე გაამახვილა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ვრცლად ისაუბრა სასათბურე მეურნეობების კლასტერის - „იმერეთის აგროზონა“ განვითარების პოტენციალზეც.

ჰოლდინგის წარმომადგენლის, მოჰამად ალ საიდის განცხადებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია და ინტერესების შეჯერების პირობებში, თანამშრომლობა ორმხრივად ეფექტიანი იქნება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პაატა კალანდაძე და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის