თამარ არჩუაძე TAV AIRPORTS-ის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე „PASSENGER TERMINAL EXPO“-ს ფარგლებში „TAV AIRPORTS“-ის ახლადდანიშნულ პრეზიდენტს, სერქან კაპტანს შეხვდა. შეხვედრას „TAV AIRPORTS“-ის მენეჯმენტი და „TAV Georgia“-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის თბილისისა და ბათუმის აეროპორტების „TAV Georgia“-ს საქმიანობას და სააეროპორტო სფეროში არსებულ გამოწვევებს. ასევე, იმ ტექნოლოგიებისა და სერვისების შესაძლო დანერგვას, რომელსაც „TAV Airports Groupe ADP“ თან ერთად 29 ქვეყნის 90 აეროპორტს სთავაზობს.

,,Passenger Terminal Expo 2022-ის მასპინძელი და მთავარი ორგანიზატორი „Groupe ADP (Aeroport De Paris)“-ია, რომელიც „TAV Airports“-ის მთავარი აქციონერია. ორივე მათგანი ღონისძიებაზე საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი. „PASSENGER TERMINAL EXPO“ მსოფლიოში აეროპორტების უმსხვილესი ყოველწლიური გამოფენაა, რომელიც განლაგებულია 19 ათას კვადრატულ მეტრზე. მას ყოველწლიურად 130 ქვეყნის 2 ათასამდე დელეგატი ესწრება. ორი წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიოს 1900 მეტი აეროპორტის ხელმძღვანელი, საავიაციო ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესის წარმომადგენლები პირისპირ შეიკრიბნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება