რუსული მედია - რუსეთი სევეროდონეცკში მდებარე „აზოტის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გამოსაყვანად ჰუმანიტარულ დერეფანს გახსნის

რუსეთი სევეროდონეცკში მდებარე „აზოტის“ ქიმიური ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით დღეს ჰუმანიტარულ დერეფანს გახსნის, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ამასთან, მათივე ცნობით, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, ლეონიდ პასეჩნიკმა განაცხადა, რომ სეპარატისტული ძალები ქიმიურ ქარხანაში შევიდნენ, მაგრამ მათ ვერ შეძლეს იქიდან უკრაინელი მებრძოლების გაძევება.

ცნობისათვის, გაერომ BBC-ს განუცხადა, რომ „აზოტის“ ქარხნის ქვეშ ბუნკერებს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებს თავს, სადაც წყლისა და საკვების დეფიციტია.

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა, სერჰი გაიდაიმ დღეს განაცხადა, რომ ქალაქში 10 000-მდე მოქალაქეა ჩარჩენილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა