მოსკოვი მიესალმება სირიის, ან რომელიმე სხვა ქვეყნის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებას, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„მივესალმებით დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებას სხვა ქვეყნების, მათ შორის სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ, რომელიც ჩვენი მეგობარია“,- აღნიშნა პესკოვმა.
ცნობისათვის, მანამდე რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიის ლიდერი, ბაშარ ალ-ასადი გეგმავს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალოს პროცედურის დაწყება ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების „ოფიციალურად აღიარებისთვის“. შეგახსენებთ, უკრაინის აღნიშნული რეგიონების ე.წ. „სუვერენიტეტი“ რუსეთმა 21 თებერვალს აღიარა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"