კიევში უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და რუმინეთის ლიდერების  შეხვედრა დასრულდა, დაგეგმილია პრესკონფერენცია

კიევში უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და რუმინეთის ლიდერებს შორის შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა განაცხადა.

„უკრაინას აქვს საერთაშორისო კოალიციის მტკიცე მხარდაჭერა“, - დაწერა ანდრეი ერმაკმა „ტელეგრამის” საკუთარ არხზე.

მანვე დასძინა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის ევროპელ კოლეგებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების წინადადებების „სრული პაკეტი“ გადასცა.

„ჩვენ უნდა გავზარდოთ ზეწოლა აგრესორზე და ვიმუშაოთ სანქციების მეშვიდე პაკეტზე, სადაც გაზის ემბარგო იქნება გათვალისწინებული“, - აღნიშნა ერმაკმა.

როგორც მედია წერს, შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაა დაგეგმილი.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა