ოლაფ შოლცი - გერმანია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს იქამდე, ვიდრე მას სჭირდება

გერმანია უკრაინის მხარდაჭერას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე მას ეს სჭირდება , - ამის შესახებ კიევში ვიზიტად მყოფმა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინის, საფრანგეთის, იტალიისა და რუმინეთის ლიდერებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლას "გმირული" უწოდა.

„გერმანიამ 800 000 უკრაინელი ლტოლვილი მიიღო და ასევე უკრაინას ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინა. ჩვენ გავაგრძელებთ ამას, ვიდრე უკრაინას ჩვენი მხარდაჭერა დასჭირდება“, - აღნიშნა შოლცმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში