ოლაფ შოლცი - გერმანია მხარს უჭერს პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებას უკრაინისთვის, მათ შორის მოლდოვისთვის

გერმანია მხარს უჭერს პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებას უკრაინისთვის, მათ შორის მოლდოვის რესპუბლიკისთვის, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა კანდიდატს უნდა შეესრულებინა კრიტერიუმები დემოკრატიისა და კონსტიტუციური სამართლის შესახებ.

„მე და ჩემი კოლეგები დღეს აქ, კიევში მკაფიო გზავნილით ჩამოვედით: უკრაინა ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. წევრობის კანდიდატის სტატუსი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, სავარაუდოდ, გრძელ ევროპულ გზაზე. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამას უახლოეს დღეებში განიხილავენ. ჩვენ ვიცით, რომ საჭიროა ერთსულოვნება ევროკავშირის 27 ქვეყანას შორის“, - დასძინა შოლცმა.

გერმანიის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას.

„ამჟამად უკრაინელ სამხედროებს უახლესი იარაღის, თვითმავალი „ჰაუბიცი 2000“-სა და „გეპარდის“ საზენიტო ტანკების გამოყენებაში ვწვრთნით. გარდა ამისა, მე დავთანხმდი, რომ უკრაინას თანამედროვე Iris-T საჰაერო თავდაცვის სისტემა მივაწოდო, რომელსაც მთელი ქალაქის საჰაერო თავდასხმებისგან დაცვა შეუძლია. კიევს სპეციალურ რადარსაც მივაწვდით“, - დასძინა შოლცმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო