დავით ბერძენიშვილი - დღეს ბევრი ხალხი რომ არ იქნებოდა, გასაგებია, რადგან სალომე ზურაბიშვილი არ არის ელექტორალური ფიგურა, "ნაცები" არ მოდიან, "ქოცები" არ მოდიან, ვინც არა "ნაც-ქოცი" ვართ, ისინიც კანტიკუნტად მოვედით

აქ რომ მოვედი, იმას არ ნიშნავს, რომ იმ ნახევარ საათში სალომე ზურაბიშვილმა რაც ილაპარაკა, ყველაფერს ვეთანხმები - მან რომ თქვა, ორი ირაკლი ცუდია, ბიძინას ვერ იცავენ და მე უკეთ დავიცავდიო, ეს არის მისი შიდა სახელისუფლებო სრულიად არარეალისტური ამოცანები,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" "რესპუბილიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ევროპის მოედანზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის ინიციატივით ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

როგორც მან აღნიშნა, ის, რომ დღევანდელ აქციაზე ბევრი ხალხი არ მოვიდოდა, ეს ბუნებრივია, რადგან სალომე ზურაბიშვილი ელექტორალური ფიგურა არ არის.

"20 ივნისს არის მთავარი აქცია და რაკი სალომე ზურაბიშვილმა მოგვიწოდა მოდითო, 1000- 1500 კაცი ხომ მოვედით? ყველა აქცია, სადაც ლაპარაკი იქნება ევროინტეგრაციაზე, კანდიდატის სტატუსზე, არის ნორმალური. უბრალოდ, ერთი აქცია მეორეს არ უნდა დავუპირისპიროთ, არც გამოვა დაპირისპირება. აქ რომ მოვედი, იმას კი არ ნიშნავს, რომ იმ ნახევარ საათში სალომე ზურაბიშვილმა რაც ილაპარაკა, ყველაფერს ვეთანხმები. მაგალითად, მან რომ თქვა, ორი ირაკლი ცუდია, ბიძინას ვერ იცავენ და მე უკეთ დავიცავდიო, ეს არის მისი შიდა სახელისუფლებო ამოცანები და სხვათაშორის, სრულიად არარეალისტური ამოცანები. ის, რომ დღეს ბევრი ხალხი არ იქნებოდა, ეს გასაგებია, რადგან სალომე ზურაბიშვილი არ არის ელექტორალური ფიგურა, ნაცები არ მოდიან, ქოცები არ მოდიან, ვინც არა ნაც-ქოცი ვართ, ისინიც კანტიკუნტად მოვედით. არც ვამადლი მოსვლას, როგორც უნდა დავამადლო საკუთარ ევროპულ პერსპექტივებზე მოსვლა ვინმეს და ნურც თვითონ დაიფასებს ძალიან თავს. აქ ვინც ვართ, 90 პროცენტზე მეტს სალომე ზურაბიშვილი არ აგვირჩევია, მაგრამ არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა, ყველაფერი კარგია, რაც ემსახურება ევროპას",- განაცხადა ბერძენიშვილმა.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა