მარიო დრაგი - უკრაინელი ხალხი ყოველ დღე იცავს დემოკრატიისა და თავისუფლების ღირებულებებს, რომლებიც ევროპულ პროექტს ეფუძნება -  პროცესის გადადება არ შეიძლება

უკრაინელი ხალხი ყოველდღე იცავს დემოკრატიისა და თავისუფლების ღირებულებებს, რომლებიც ევროპულ პროექტს, ჩვენს პროექტს ეფუძნება. ამ პროცესის გადადება არ შეიძლება , - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, იტალიას სურს, რომ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჰქონდეს.

დრაგის თქმით, მომავალ კვირას მხარს დაუჭერს ამ პოზიციას ევროპული საბჭოს სხდომაზე.

იტალიის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მის ქვეყანას უკრაინაში კონფლიქტის დასრულება სურს, მაგრამ „ნებისმიერი დიპლომატიური გადაწყვეტა არ შეიძლება კიევის ნებისგან იყოს განცალკევებული“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა