იენს სტოლტენბერგი - მადრიდის სამიტზე ჩვენ უნდა გავხადოთ ნატო კიდევ უფრო ძლიერი და სრულყოფილი მსოფლიოში, რომელიც უფრო საშიში და კონკურენტუნარიანი გახდა

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ის ხუთი ძირითადი სფერო გამოყო, რომელზეც ნატოს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები ყურადღებას გაამახვილებენ ივნისის ბოლოს, ალიანსის მადრიდის სამიტზე.

ამის შესახებ ნატოს ხელმძღვანელმა დღეს ბრიუსელში თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ორდღიანი შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

„ჩვენ ახლა დავასრულეთ მზადება მადრიდში ნატოს შემდეგი სამიტისთვის, რომელიც ორ კვირაში გაიმართება. რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ უდიდესი საფრთხე შეუქმნა ჩვენს უსაფრთხოებას ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამიტომ, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ნატოს პასუხი გრძელვადიან პერსპექტივაში. სამიტზე ჩვენ უნდა გავხადოთ ნატო კიდევ უფრო ძლიერი და სრულყოფილი მსოფლიოში, რომელიც უფრო საშიში და კონკურენტუნარიანი გახდა“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მან გამოთქვა რწმენა, რომ მადრიდის შეხვედრა იქნება ტრანსფორმაციის სამიტი და მიღებული იქნება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, სულ მცირე, ხუთ ძირითად სფეროში.

ასეთ პრიორიტეტებს შორის სტოლტენბერგმა, პირველ პუნქტად, შეკავებისა და ნატოს თავდაცვის პოლიტიკის მნიშვნელოვანი გაძლიერება დაასახელა.

მეორე პუნქტად მან დაასახელა ალიანსის მდგრადი დახმარების გაგრძელება უკრაინისა და სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც რისკის ქვეშ არიან.

“მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მიიღებს მონაწილეობას ჩვენს სამიტში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან გაიხსენა, რომ მოკავშირეები გუშინ შეხვდნენ უკრაინის თავდაცვის მინისტრს ალექსეი რეზნიკოვს და განიხილეს უკრაინის მხარდაჭერის გადაუდებელი აუცილებლობა, სანამ რუსეთი აგრძელებს შეშლილ ომს და სისასტიკეს უკრაინის წინააღმდეგ.

„ნატოს მოკავშირეებმა და ჩვენმა პარტნიორებმა უკრაინას უპრეცედენტო დახმარება გაუწიეს, რათა მან თავი დაიცვას მოსკოვის აგრესიისგან. მოკავშირეებმა გამოაცხადეს დამატებითი დახმარება, მათ შორის, მძიმე იარაღისა და შორი მანძილის სისტემების მიწოდება. ჩვენ განვიხილეთ ქვეყნის გრძელვადიანი მხარდაჭერა და შევთანხმდით უკრაინისთვის ნატოს დახმარების ფართო პაკეტზე. ეს საშუალებას მისცემს უკრაინას, გააუმჯობესოს ნატოსთან თავსებადობა, გადავიდეს საბჭოთა პერიოდის შეიარაღებიდან უახლეს თავდაცვით აღჭურვილობაზე და გააძლიეროს საკუთარი უსაფრთხოების სტრუქტურები“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მადრიდის სამიტის დღის წესრიგის მესამე პუნქტი, მისი თქმით, იქნება ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფციის მიღება, რომელიც ასახავს მოკავშირეების პოზიციას რუსეთთან და უსაფრთხოების ახალ გამოწვევებთან დაკავშირებით.

ჩინეთი ამ დოკუმენტში პირველად არის ნახსენები. ამ კონტექსტში, ალიანსის ხელმძღვანელი მიესალმა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ლიდერების სამიტში მონაწილეობას, რომელიც ასევე პირველად გაიმართება.

კიდევ ორი მნიშვნელოვანი სფერო იქნება სამხედრო ბიუჯეტის გაზრდისა და მოკავშირეებს შორის თავდაცვის დატვირთვის განაწილების საკითხები, ასევე ფინეთისა და შვედეთის ისტორიული შეხედულების გათვალისწინება ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა