ჯო ბაიდენი - აშშ-ში საწვავის ფასების ზრდა უკრაინაში ომისთვის „გადასახდელი საფასურია“

აშშ-ში საწვავის ფასების ზრდა უკრაინაში ომისთვის „გადასახდელი საფასურია“- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, თავიდანვე ნათლად ჩანდა, რომ კონფლიქტი ქვეყანას ფინანსურ და ჰუმანიტარულ ხარჯს მოუტანდა.

„აშშ-ში საწვავის ფასების ზრდა უკრაინაში ომისთვის „გადასახდელი საფასურია“, რომლის გადახდაც ნამდვილად ღირს. რა მოხდება, თუ უძლიერესი ძალა, ნატო, ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც ჩვენ ერთად შევქმენით, ჩამოშორდება რუსეთის აგრესიას? თუ მოკავშირეები მას არ უპასუხებდნენ, თქვენ დაინახავთ ქაოსს ევროპაში“, - განაცხადა ბაიდენმა.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ გაზის ფასის ზრდის გამო ქვეყანაში პოლიტიკური რისკები არსებობს, ბაიდენმა გაანცხადა: „მე ვარ შეერთებული შტატების პრეზიდენტი. მთავარია არა ჩემი გადარჩენაა პოლიტიკაში, არამედ ის, თუ რა არის საუკეთესო ქვეყნისთვის“.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება