უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ინფორმაციით, შავ ზღვაში კიდევ ერთ რუსულ გემს დაარტყეს

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ინფორმაციით, შავ ზღვაში კიდევ ერთ რუსულ გემს დაარტყეს

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტი სოციალურ მედიაში იუწყება, რომ რუსულ სამაშველო საბუქსირო გემ Spasatel Vasily Bekh-ზე დარტყმა განახორციელეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გემზე თავდასხმა მაშინ განხორციელდა, როცა ის „შავი ზღვის ფლოტის საბრძოლო მასალის, იარაღისა და პერსონალის კუნძულ ზმეინზე ტრანსპორტირების პროცესში იყო“.