ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, 15 000 რუსი მილიონერი, სავარაუდოდ, ქვეყნის დატოვებას ცდილობს

ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსული ძალები, სავარაუდოდ, აგრძელებდნენ პოპასნას კონტროლის აღდგენის მცდელობებს, საიდანაც ისინი შეეცდებიან სამხრეთიდან სივეროდონეცკის ალყაში მოქცევას, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განახლებულ სადაზვერვო ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ომმა რუსეთში სახელმწიფოს ავტორიტარიზმისკენ სწრაფვა დააჩქარა. ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომელიც 20 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში მიიღებენ მონაწილეობას.

„მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვების დროს რუსების უმრავლესობა მხარს უჭერს "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას", მოსახლეობის ნაწილი ასევე პასიურად ავლენს თავიანთ წინააღმდეგობას. ომის მიმართ სკეპტიციზმი, ასევე განსაკუთრებით ძლიერია რუსეთის ბიზნეს ელიტასა და ოლიგარქთა შორის. როგორც ცნობილია, 15 000 რუსი მილიონერი სავარაუდოდ, უკვე ცდილობს ქვეყნის დატოვებას“, -ნათქვამია დაზვერვის განცადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო