უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინაში კიდევ 200 რუსი ჯარისკაცი მოკლეს და ჯამში, მოკლული რუსი ჯარისკაცების რიცხვმა 33 150 -ს მიაღწია.
ამასთან, უკრაინულმა მხარემ რუსული შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სახის ტექნიკა გაანადგურა.
„მტრის საერთო დანაკარგები მოიცავს: 1 456 ტანკს, 3 556 ჯავშანმანქანას, 734 საარტილერიო სისტემას, 97 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 215 თვითმფრინავს, 180 ვერტმფრენს, 2496 ერთეულ საავტომობილო ტექნიკასა და საწვავის ავზს, 13 გემს/კატერს, 593 უპილოტო საფრენ აპარატს, 55 ერთეულ სპეცტექნიკას, 129 ფრთოსან რაკეტას“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"