ურსულა ფონ დერ ლაიენი - მოლდოვას მნიშვნელოვანი რეფორმები ექნება განსახორციელებელი - იმ შემთხვევაში, თუ ლიდერები სწორ გზაზე დარჩებიან, ქვეყანას აქვს პერსპექტივა, რომ ეს მოთხოვნები დააკმაყოფილოს

მოლდოვამ ევროკომისიისგან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ რეკომენდაცია მიიღო. აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცახადა.

როგორც მან აღნიშნა, მოლდოვას მნიშვნელოვანი რეფორმები ექნება განსახორციელებელი და თუ ლიდერები სწორ გზაზე დარჩებიან, ქვეყანას აქვს პერსპექტივა, რომ ეს მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

„მოლდოვის შემთხვევაში ჩვენი შეფასება იმავე მიმართულებით წავიდა როგორიც უკრაინის შემთხვევაში იყო, აქაც ვიძლევით რეკომენდაციას, რომ მოლდოვას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. მათ ექნებათ განსახორციელებელი მნიშვნელოვანი რეფორმები, ახლო წარსულში მოლდოვამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადადგა რეფორმების მიმართულებით, მკაფიო მანდატი ჰქონდა მინიჭებული მოსახლეობის მხრიდან. ეს არის პრორეფორმული, ანტიკორუფციული და პროევროპული მომავალი, რომელიც დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე გამოიკვეთა. დიდი დრო აქვს დარჩენილი მოლდოვას განსაკუთრებით საჯარო ადმინისტრირების სფეროში, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არის საჭირო, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ლიდერები სწორ გზაზე დარჩებიან, ქვეყანას აქვს პერსპექტივა, რომ ეს მოთხოვნები დააკმაყოფილოს“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო