ევროკომისია უკრაინას განუმარტავს, ევროკავშირთან დაახლოების გზაზე რა რეფორმები აქვს გასატარებელი

ევროკომისია უკრაინას რეფორმების გზაზე კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს განაცხადებთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნა გააჟღერა.

როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, უკრაინას გააჩნია ძალიან ძლიერი საპარლამენტო და საპრეზიდენტო დემოკრატია.

„მას ძალიან კარგად ფუნქციონირებადი საჯარო ადმინისტრაცია გააჩნია, რომელმაც ქვეყანა ამ ომის განმავლობაში სწორად წაიყვანა. უკრაინის ადმინისტრაციასთან გაგვაჩნია მჭიდრო თანამშრომლობა. ვიცით, რომ დეცენტრალიზაციის მიმართულებით რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს. რამდენადაც ჩვენ ვხედავთ როგორ მუშაობს რეგიონები მუნიციპალიტეტების დონეზე იმ სტრესის ფონზე, რომელიც ამ ეტაპზე ქვეყანაში მიმდინარეობს. ასევე მიმდინარეობს რეფორმა მოდერნიზაციის მიმართულებით. უკრაინამ ძალიან ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება შექმნა. საარჩევნო სისტემა ადასტურებს, რომ არის სამართლიანი და თავისუფალი. უკრაინას გააჩნია საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც განვითარებულია, არსებობს ქვეყანაში ციფრული ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ამასთან, უკრაინის ეკონომიკაზე საუბრისას ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ აჩვენა მდგრადი დეფიციტის მაჩვენებელი მხოლოდ 2%-იანი აქვს, სახელმწიფო ვალი კი 2%-ს ქვემოთ არის.

„აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადადგმული იყო იმისთვის, რომ სრულად ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკა არსებობდეს ქვეყანაში. ჩვენ ვმუშაობთ ტრანსპორტის სფეროში, ენერგეტიკული სფეროს ინტეგრაციაზე, ამავდროულად ვიცით, რომ კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

რაც შეეხება სამართლის უზენაესობას, მისივე შეფასებით, უკრაინამ ბევრად წინ წაიწია და დანერგა მნიშვნელოვანი ინსტიტუციები იმისთვის, რომ მართლმსაჯულება ქვეყანაში სწორად ვითარდებოდეს. ამასთან, მისივე თქმით, ანტიკორუფციული მიმართულებით უკრაინამ აქაც დიდი გზა განვლო.

„ახლა აუცილებელია ანტიკორუფციული ორგანოების შექმნა. ახლა აქცენტი უნდა გაკეთდეს ახალი ხელმძღვანელის დანიშვნაზე. რაც შეეხება ოლიგარქებს, უკრაინამ ძალიან გაბედული კანონი მიიღო ამ მიმართულებით. ეს არის ერთადერთი ქვეყანა აღმოსავლეთ სამეზობლოში, რომელმაც ეს გააკეთა. ახლა უნდა ვნახოთ განხორციელებაში რა შედეგებს მივიღებთ“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ბუნებრივია ვიცით, რომ ომის პირობებში ყველაფრის მიღწევა შეუძლებელია, თუმცაღა ბევრი ეს საკითხი მაინც უნდა მოგვარდეს. უკრაინის საკითხზე ჩვენ ერთი ნათელი გზავნილი გვაქვს - დიახ, უკრაინა იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას, დიახ, უკრაინა უნდა მივიღოთ კანდიდატ ქვეყნად ეს იმ ფონზე, რომ კარგი საქმე გაკეთდა ქვეყანაში და მნიშვნელოვანი საქმეები დარჩა გასაკეთებელი. მთელი ეს პროცესი ემსახურება შედეგებს - ყველაფერი მოხდება შედეგების მიხედვით, ყველაფერი დამოკიდებულია უკრაინაზე. უკრაინამ თავისი ბედი უნდა აიღოს ხელში და შექმნას თავისი მომავალი“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა