ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი - ჩვენ გვინდა, ვნახოთ პოლიტიკური პოლარიზაციის კლება საქართველოში - ჩვენ ასევე გვჭირდება თანამშრომლობა ყველა პარტიის მხრიდან და იმ შეთანხმების განხორციელება, რაც ევროკავშირის ფასილიტაციით მოხდა

ჩვენ გვინდა, რომ ვნახოთ პოლიტიკური პოლარიზაციის კლება ქვეყანაში. ჩვენ ასევე გვჭირდება თანამშრომლობა ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან და იმ შეთანხმების განხორციელება, რომელიც ევროკავშირის ფასილიტაციით მოხდა, - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციები ასევე ეხება სასამართლო სისტემასა და მედიას.

„საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ ასევე, პრიორიტეტების სრულყოფილი სია გვაქვს, რომლის საფუძველზეც ჩვენ უნდა შეგვეძლოს შეთავაზების გაკეთება, რომ კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს ქვეყანას. ჩვენ გვინდა, რომ ვნახოთ პოლიტიკური პოლარიზაციის კლება ქვეყანაში. ჩვენ ასევე გვჭირდება თანამშრომლობა ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან და იმ შეთანხმების განხორციელება, რომელიც ევროკავშირის ფასილიტაციით მოხდა. ასევე, რეკომენდაციები ეხება სასამართლო სისტემას. ჩვენ ასევე გვჭირდება წინსვლა კორუფციასთან ბრძოლის სფეროში, ანტიკორუფციული ორგანოს დამოუკიდებლობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი, მეოთხე საკითხი არის ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან. უნდა იყოს ძლიერი გამოძიება ჩატარებული, პროკურატურა - აქაც პირნათელი მუშაობა და შემდეგია ფუნდამენტური უფლებების დაცვა. უნდა იყოს გარანტირებული თავისუფლება, მედიის მუშაობისა და ჟურნალისტების დამოუკიდებლობა ქვეყანაში. დასკვნის სახით მინდა ვთქვა, რომ დღეს არის ის დღე, როცა განაცხადს ვაკეთებთ და შემდეგ კვირას საბჭო განიხილავს ჩვენს წინადადებას“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა