დმიტრო კულება უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე - ევროპის ისტორია იქმნება

ევროპის ისტორია იქმნება. მივესალმებით ევროკომისიის დადებით დასკვნას, რომ ევროპული საბჭოს სხდომაზე უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება „ტვიტერში“ წერს.
მისი თქმით, ეს იქნება დიდი სტიმული უკრაინის შემდგომი გარდაქმნისთვის.
„ეს იქნება ევროპული ლიდერობის ნათელი დადასტურება და უდიდესი სტიმული უკრაინის შემდგომი გარდაქმნებისთვის,“ - წერს კულება.

























