ბადრი ჯაფარიძე - პასუხისმგებლიანი მთავრობა ქვეყანას აქამდე არ მიიყვანდა, ლიდერიდან გავხდით მაჩანჩალა - არ წამოეგოთ კობახიძის და მისი ამფსონების ტყუილზე, პირიქით, „ოცნების“ მავნებლობას ვუპასუხოთ ერთიანობით

პასუხისმგებლიანი მთავრობა ქვეყანას აქამდე არ მიიყვანდა, ლიდერიდან გავხდით მაჩანჩალა და აუტსაიდერი. 20 ივნისს მსოფლიოს და ევროპას უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ ცივილიზებული ერი - გაერთიანებული ევროკავშირში ინტეგრაციის იდეის ირგვლივ, შემდგომ 24 ივნისის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „თბილისი მარიოტში“, ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, ჩვენი ქვეყანა ასოცირებული ტრიოს მიღმა რჩება, რაც „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. მისივე თქმით, გაერთიანების შესაძლებლობად კვლავ შარლ მიშელის დოკუმენტის ირგვლივ აღებული ვალდებულებების შესრულება რჩება, „ქართული ოცნება“ კი ამ დოკუმენტს დასცინის.

,,საუბარია სწორედ იმაზე, რომ 19 აპრილის შეთანხმება უნდა შესრულდეს, ზუსტად ამისკენ მოვუწოდებდით ამ უპასუხისმგებლო და მავნებელ ძალას. ასევე საუბარია დეოლიგარქიზაციაზე. ხალხმა, რომელმაც ოლიგარქიული რეჟიმი შექმნა, ის დეოლიგარქიზაციას არ გააკეთებს, ეს არის მათი საკვები. ცხადია, რომ მათ ვალდებულებების შესრულების მიზანი არასდროს არ ჰქონიათ, მოახერხეს, რომ ქვეყანა რჩება ასოცირებული ტრიოს მიღმა, ეს არის „ქართული ოცნების“ დამსახურება. ჩვენი ვალდებულებაა ვაჩვენოთ ევროპას, რომ „ქართული ოცნება“ არ წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას და საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ ამ დიდი საფრთხის წინაზე, რასაც ჰქვია „ოცნების“ მიერ ქვეყნის გადაყლაპვა. გაერთიანების შესაძლებლობა იყო და არის კვლავ შარლ მიშელის დოკუმენტის ირგვლივ აღებული ვალდებულებების შესრულება. „ქართული ოცნება“ კი დასცინის შარლ მიშელის დოკუმენტს. ნათელი გახდა, რომ მმართველმა გუნდმა მოახერხა ქვეყანა გამორთულიყო ტრიოდან, უკრაინა და მოლდოვა იღებენ კანდიდატის სტატუსს, საქართველო კი ვერ იღებს. პასუხისმგებლიანი მთავრობა ქვეყანას აქამდე არ მიიყვანდა, ლიდერიდან გავხდით მაჩანჩალა და აუტსაიდერი, 20 ივნისს მსოფლიოს და ევროპას უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ ცივილიზებული ერი - გაერთიანებული ევროკავშირში ინტეგრაციის იდეის ირგვლივ, შემდგომ 24 ივნისის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ შესაბამისად“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

მან ასევე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომლის მიხედვით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი. ბადრი ჯაფარიძე საზოგადოებას მოუწოდებს, რომ „კობახიძის და მისი ამფსონების ტყუილზე“ არ წამოეგოს.

,,ქართული ოცნების" მცდელობაა გადაიტანოს ყურადღება თითქოს გეოგრაფიულმა მდებარეობამ გადაწყვიტა ეს ყველაფერი. ეს არის ტყუილი და არავინ არ უნდა წამოეგოს კობახიძის ახალ, ურცხვ ტყუილს, თითქოს ევროკომისიამ გაგვრიყა მოლდოვიდან და უკრაინიდან იმის გამო, რომ გეოგრაფიულად სხვაგან ვართ. ჩამოწერილია კონკრეტულად ის ნაბიჯები და რეფორმები, რომელიც არ განხორციელდა და რის გამოც არ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. მოგიწოდებთ, არ წამოეგოთ კობახიძის და მისი ამფსონების ტყუილზე, პირიქით ვუპასუხოთ „ოცნების“ მავნებლობას ერთიანობით და ვაჩვენოთ, რომ გაერთიანებული ვართ ერთი იდეის ირგვლივ“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა