ანა დოლიძე - ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ევროპის კარი ჩვენთვის დაკეტილია

ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ევროპის კარი ჩვენთვის დაკეტილია - ევროკომისიის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში არაფერი ესაქმება, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა საქართველოს მომავალი საკუთარ მანქანებს, ფუფუნებას, კორუფციულ ინტერესებს და საათებს შესწირეს.

„მათ დაგვაზიანეს, შეურაცხყოფა მოგვაყენეს, ჩვენ, ჩვენს შვილებს და მათ მომავალს გადაუარეს. სანამ ისინი არიან, ევროპის კარი ჩვენთვის დაკეტილია. მთავრობის ლეგიტიმაციის ხარისხი ნულის ტოლია. მათ საქართველოს მომავალი საკუთარ მანქანებს, ფუფუნებას, კორუფციულ ინტერესებს და საათებს შესწირეს. ჩვენს შვილებს ევროპული პერსპექტივა წაართვეს.

მოსალოდნელიც იყო, რომ რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი სასამართლოზე და ოლიგარქიის საწინააღმდეგო ზომების მიღებაზე იქნებოდა. რა იმედი უნდა გვქონდეს, რომ ეს ხელისუფლება რაიმე ზომებს მიიღებს? მურუსიძე-ჩინჩალაძე და საკუთარი ჯიბე ამ „ბანდისთვის“ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნის ბედი. მათი ლოგიკა ჰგავს ფრაზას „ჩემს შემდეგ თუნდაც წყალდიდობა ყოფილა“, - აცხადებს ანა დოლიძე.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს