მაია სანდუ - ჩვენ ბევრი მუშაობისთვის მზად ვართ და ევროპული საბჭოს მხარდაჭერის იმედი გვაქვს

ჩვენ ბევრი მუშაობისთვის მზად ვართ და ევროპული საბჭოს მხარდაჭერის იმედი გვაქვს, - ასე ეხმაურება "ტვიტერის" გვერდზე მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ევროკომისიის მიერ მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ რეკომენდაციის მინიჭებას.

მისივე თქმით, ეს ნაბიჯი მოლდოვისთვის "მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია".

"მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი მოლდოვასა და ჩვენი მოქალაქეებისთვის! ევროკომისიამ მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია იმ გაგებით, რომ დამატებითი ძალისხმევა იქნება მიმართული უკვე დაწყებული რეფორმების გაგრძელებისკენ. ჩვენ ბევრი მუშაობისთვის მზად ვართ და ევროპული საბჭოს მხარდაჭერის იმედი გვაქვს", - წერს სანდუ.

შეგახსენებთ, ევროკომისია ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას აძლევს, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს