თინა ხიდაშელი - ჩვენი დღის წესრიგი გაცილებით უფრო მარტივია, მიუხედავად იმისა, რომ სტატუსი არ მოგვცეს - მე რომ გადაწყვეტილების მიმღები ვიყო, 24 ივნისამდე მთავარი იქნებოდა ყველა პოლიტიკურ ძალას შორის  ერთიანი განაცხადისთვის მიმეღწია

ჩვენი დღის წესრიგი გაცილებით უფრო მარტივია, მიუხედავად იმისა, რომ სტატუსი არ მოგვცეს, გამომდინარე იქიდან, რომ რაც გვითხრეს, არის მოცემულობა იმისთვის, თუ გვინდა, რომ სახელმწიფო გვქონდეს, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსზე ევროკომისიის დღევანდელ დასკვნას.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, გეოგრაფიის პრობლემა არ არსებობს და როდესაც ქვეყანას ევროპულ პერსპექტივას აძლევენ, ნიშნავს, რომ გეოგრაფიის თემა დღის წესრიგში არ დგას.

“არ ვიცი, საიდან მოვიდა მითი, რომ ყველაზე წინ ვიყავით - სამეზობლოს შეფასების ოფიციალურ დოკუმენტებში ბოლო ორი წლის განმავლობაში არსად წინ არ ვართ, მანამდე კი, ვიყავით. რა თქმა უნდა, პრობლემები არის უკრაინაშიც და მოლდოვაშიც, მაგრამ რასაც ხაზი გაუსვა ფონ დერ ლაიენმა, და რაც გახდა მიზეზი, ეს იყო წარმოუდგენელი მასშტაბის პოლიტიკური პოლარიზაცია, ერთმანეთის ზიზღი, დიალოგის შეუძლებლობა. ასეთ ქვეყანასთან ურთიერთობა ძალიან რთულია. ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ როგორც უკრაინის პრეზიდენტმა მას უთხრა, ყველა რეფორმა რაც გასატარებელია, სინამდვილეში უკრაინას სჭირდება საკუთარი სახელმწიფოებრიობის გასაძლიერებლად. ხოლო რა გვითხრა ჩვენი მმართველი პარტიის თავმჯდომარემ?! - ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, აქ ყველაფერი იდეალურადაა, არაფრის კეთება არ გვჭირდება. ახალი თემაა, რომ თურმე გეოგრაფიის პრობლემაა. ამაზე ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ არანაირი გეოგრაფიის პრობლემა არ არსებობს. არ აქვს მნიშვნელობა მაკრონმა რა თქვა, ან მანამდე საფრანგეთის სხვა პრეზიდენტი რას ამბობდა. როდესაც ქვეყანას ევროპულ პერსპექტივას აძლევენ, ეს ნიშნავს, რომ გეოგრაფიის თემა დღის წესრიგში არ დგას. გვითხრეს, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა და გახდება ევროკავშირის წევრი”,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კითხვაზე, რა შეიძლება მოიმოქმედოს ახლა საქართველომ, ხიდაშელი ამბობს, რომ თავად რომ წყვეტდეს, ახლა ნაბიჯი იქნებოდა “ერთიანი ეროვნული კონსენსუსის გამოცხადება რეფორმების დღის წესრიგზე, რომელსაც ხელს მოაწერდა ყველა პოლიტიკური ძალა”. მისივე თქმით, მზად არის თუ არა ამისთვის “ქართული ოცნება” ან “ნაციონალური მოძრაობა", ამაში დარწმუნებული არ არის.

“მე რომ დღეს გადაწყვეტილების მიმღები ვიყო, 24 ივნისამდე მთავარი იქნებოდა მიმეღწია ერთიანი, შეთანხმებული, ხელმოწერილი განაცხადისთვის ყველა პოლიტიკურ ძალას შორის რეფორმების თაობაზე. ეს არ არის შეუძლებელი. ევროკავშირი ჩვენგან ისეთს არაფერს ითხოვს, რაც რთული და გაუკეთებელია. აბსოლუტურად ყველაფერი, რაც დოკუმენტში წერია, ამ ქვეყანაში ათასჯერ არის დამუშავებული. ყველა კანონის მიღება შეგვიძლია ძალიან სწრაფად”,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

რაც შეეხება ევროკომისიის დასკვნაზე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გამოხმაურებას, ხიდაშელი ამბობს, რომ “ამ ფონზე, როდესაც ისინი [ხელისუფლების წარმომადგენლები] თავდაცვის მდგომარეობაში ჩადგნენ და იქით პრეტენზიები წაუყენეს ევროკავშირს, ეს არის ბეჭდის დასმა არაადეკვატურობის მასშტაბზე”.

ცნობისთვის, დღეს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ მოლდოვას და უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს. ამასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ უკრაინისთვის სტატუსის მინიჭება “ერთგვარი წახალისებაა”, საქართველოს შემთხვევაში კი გეოგრაფიული მდებარეობაც აღმოჩნდა ხელშემშლელი. გარდა ამისა, მისი თქმით, “ევროკავშირისკენ წინ წავიწიეთ და ასეთ დროს, “ქართული ოცნება” არაფრისთვის ფარდის ახდას არ აპირებს”. რაც შეეხება ევროკომისიის დასკვნას, სადაც დეოლიგარქიზაციაზეა საუბარი, კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ოლიგარქი მიხეილ სააკაშვილია, ის ციხეშია და დეოლიგარქიზაციისკენ ნაბიჯები გადადგმულია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა